სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილია სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილია />


  11:08:33     13-11-2017

სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილია

a73356.jpg

სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ საგანგებო ბრიოფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მას ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია შეცვლის. 

მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. 

ოპტიმიზაციას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ხდება სამინისტროების გაერთიანება და მათი რაოდენობის შეკვეცა. ასევე კანონმდებლობის თანახმად, მთავრობაში მინისტრების 1/3-ის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება. 0

ავტორი: