მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ განხორციელდება მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ განხორციელდება />


  10:32:40     13-11-2017

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ განხორციელდება

a73354.jpg

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ განხორციელდება, რადგან თითოეული სამინისტრო, რომლის გაუქმებასა და სხვა უწყებასთან გაერთიანებაზეა საუბარი, აღნიშნული კანონის საფუძველზე მოქმედებს. 

წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო  და ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. 

ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

საუბარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებაზე, რომლის ნაწილიც - ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება. 

ასევე საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთვის შეერთებაზე. 

დაგეგმილია ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეერთება.
ამასთან, თანამდებობას ტოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარია შეცვლის. არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც. 

მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს. 0

ავტორი: