მამუკა მდინარაძე: მხოლოდ პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება მამუკა მდინარაძე: მხოლოდ პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება />


  10:30:00     13-11-2017

მამუკა მდინარაძე: მხოლოდ პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება

a73353.jpg

"ერთადერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცვლილებები იქნება საკანონმდებლო მიმართულებებითაც. მხოლოდ პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. ამის შემდეგ ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ, მათ შორის, არგუმენტაციაზე, რომელიც მოიცავს ოპტიმიზაციის პროცესს". 

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უნდა დაველოდოთ პრემიერის განცხადებას, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ რა ცვლილებები, მათ შორის, რა პერსონალური ცვლილებები იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 11:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.

0

ავტორი: