ბოლო მონაცემებით, ირანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა ბოლო მონაცემებით, ირანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა />


  08:56:57     13-11-2017

ბოლო მონაცემებით, ირანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა

a73351.jpg

ირან-ერაყის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც.  ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა. არის სატელეფონო კავშირის პრობლემები.

მიწისძვრამ საყოველთაო პანიკა გამოიწვია ერაყში, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივებმა სახლები დატოვეს და ქუჩებში გამოვიდნენ. ბაღდადის მეჩეთებში ლოცვებს ხმის გამაძლიერებლებით კითხულობენ.

0

ავტორი: