12:39:07     10-11-2017
პუტინისა და ტრამპის ოფიციალური შეხვედრა არ შედგება
თეთრი სახლის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანიის სამიტზე არ შედგება.
ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
სანდერსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი და ტრამპი დიდი ალბათობით ვიეტნამში ერთმანეთს მიესალმებიან.
სერგეი ლავროვის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებები აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ვიეტნამში 6 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე გაიმართება. პრეზიდენტების შეხვედრის გრაფიკი ამჟამად დგინდება.
0