ინტერპოლმა საქართველოს მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა ინტერპოლმა საქართველოს მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა />


  09:48:13     10-11-2017

ინტერპოლმა საქართველოს მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

a73315.jpg

აზერბაიჯანის მოთხოვნით, საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

ინტერპოლის ინფორმაციით, წითელი ცირკულარით იძებნება 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის რამაზ ლეშკაშელი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი, 43 წლის ზაურ გივიაშვილი და 53 წლის ემილ გაჯაევი.

ყველა მათგანი აზერბაიჯანში 2017 წლის აგვისტოში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმესთანაა დაკავშირებული.

გამოძიების ცნობით, ეს პირები ხაზარის რაიონის დასახლებაში მცხოვრები ირადა ალიევას სახლში შეიჭრნენ, გაკოჭეს მოახლე და სეიფიდან 44 ათასი დოლარი და 117 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული წაიღეს.

0

ავტორი: