ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს />


  16:26:01     09-11-2017

ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს

a73299.jpg

ცესკოს მონაცემებით, ყველაზე სოლიდურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს. 

”ნაციონალურ მოძრაობას” დაფინანსების ოდენობით ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” მოჰყვება და მხოლოდ მესამე ადგილზეა პარტია ”ქართული ოცნება”.

ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია: - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 2 526 395 ლარი, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 470 484 ლარი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 1 029 798 ლარი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებას 20 ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი იღებს. პარტიების დაფინანსების ოდენობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება. 

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თამარ ჟვანია ახალ განკარგულებას უახლოეს მომავალში გამოსცემს. 0

ავტორი: