13:59:17     09-11-2017
სახალხო დამცველის კანდიდატურები სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დასახელდება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კანდიდატურები სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დასახელდება.
"წინასწარი კონსულტაციები გვქონდა, თუმცა კანდიდატების დასახელებას რაც შეეხება, ეს მოხდება უახლოეს პერიოდში. სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში. კრიტერიუმები ობიექტური იქნება. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც შეირჩევა შესაბამისი კანდიდატურა, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და შესაბამისი კვალიფიკაცია.
სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება.
0