ტრამპი ჩინეთს ეწვია: აშშ-ს ლიდერი სი ძინპინთან ურთიერთობას ათბობს ტრამპი ჩინეთს ეწვია: აშშ-ს ლიდერი სი ძინპინთან ურთიერთობას ათბობს />


  12:46:20     09-11-2017

ტრამპი ჩინეთს ეწვია: აშშ-ს ლიდერი სი ძინპინთან ურთიერთობას ათბობს

a73289.jpg

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარება შეიძლება. მან სი ძინპინს მოუწოდა ჩრდილოეთ კორეის ბირთული პროგრამის შეჩერებისთვის იმუშაოს.

ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინის და ვაშინგტონის ურთიერთობა მსოფლიოში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას ემსახურება. მისი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან კორეის ნახევარკუნძულსა და ავღანეთში არსებული მდგომარეობა განიხილა.
მხარეები ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი აზიური ტურნეს ფარგლებში ჩინეთში იმყოფება. ის ჩინეთის ლიდერს შეხვდა.

0

ავტორი: