16:13:12     08-11-2017
"არანაირი სიბერეზე ზრუნვა, ნუ მოატყუებინებთ თავს მთავრობას და ბანკებს!"

"მთავრობა და ბანკები მსხვილი ბიზნესებისა და ჯიბის ექსპერტების მხარდაჭერით უსინდისოთ სარგებლობენ მოქალაქეების გაუთვითცნობლობით და მათზე ზრუნვის საფარქვეშ ცდილობენ საკუთარი ინტერესებისთვის მრავალწლიანი, მრავალ მილიარდიანი რესურსის ხელში ჩაგდებას", - ამის შესახებ "გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
"2019 წლისთვის საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, რომლის მობილიზება შესაძლებელი იქნება დღევანდელი განაკვეთით, საქართველოს ბიუჯეტში არის დაახლოებით 3 მილიარდი ლარი, მთავრობისა და ბანკების მიერ შემოთავაზებული, მსხვილი ბიზნესის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი სავალდებულო საპენსიო სისტემა გულისხმობს დღეს დასაქმებულების სახელფასო შემოსავლების 6%-ის გაშვებას სპეციალურ სახელმწიფო ფონდში. რადგან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20%, 2019 წელს როდესაც სავალდებულო დაგროვებითი სახელმწიფო სისტემა გაშვებული იქნება, სპეციალურ ფონდში თავს მოიყრის დაახლოებით 900 მილიონი ლარი. ანუ დაახლოებით ერთი მილარდი. ხელისუფლების მიერ მიღებული შესაბამისი კანონის მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში საპენსიო ფულის დაბანდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორთველში, აქედან უცხოეთში განთავსების მაქსიმალური ზღვარი ნაკლებად რისკიანი პორთველისთვის არის დაახლოებით 20%. ანუ 2019 წელს მობილიზებული 900 მილიონიდან უცხოეთში შეიძლება გავიდეს მხოლოდ და მხოლოდ 180 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 720 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს საქართველოში. ესეც არის განსაზღვრული კანონით, თუ როგორ, აქედან 144 მილიონ ლარამდე შეიძლება ჩაიდოს ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში.
აქ ძალიან ნათლად ჩანს ქართული მსხვილი ბიზნესის ინტერესი, 720 მილიონი ლარიდან 100%-ივე შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდა ვალის სახით.
აქ ძალიან ნათლად ჩანს ქართული მსხვილი ბიზნესისი ინტერესი. 720 მილიონი ლარიდან ასივე პროცენტი შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდან ვალის სახით. აქ ჩანს მთავრობის ინტერესი და მთავრობას რომ აქვს ინტერესი რომ აიღოს შიდა ვალები, ეს ჩანს წინა წლების გამოცდილებიდანაც. 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე 2018 წლის ჩათვლით დაგეგმილი შიდა ვალის ჯამური მოცულობა უკვე არის 2 მილიარდ 218 მილიონი ლარი. 675 მილიონ ლარამდე ანუ 75%-მდე შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე. ადვილი წარმოსადგენია რა მასშტაბებზე გავლენ ისინი თუ ეს სისტემა იმუშავებს 30-40 წლის განმავლობაში. არანაირი სიბერეზე ზრუნვა, არანაირი გრძელი ფული ეს ყველაფერი არის უსინდისო ტყუილები. თქვენს შვილებს მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ ამ ვალების გასტუმრება საკუთარი გადასახადებით. ამავე დროს არ არსებობს არანაირი პენსიის მიღების ან ფულის უკან დაბრუნების გარანტია. ნუ მოატყუებინებთ თავს მთავრობას და ბანკებს", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
0