ზვიად ძიძიგური: ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის წინააღმდეგია, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს ზვიად ძიძიგური: ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის წინააღმდეგია, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს />


  15:21:19     08-11-2017

ზვიად ძიძიგური: ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის წინააღმდეგია, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს

a73260.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს.

როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალსიტებს განუცხადა ქართული გენოფონდისთვის მსგავსი მიდგომა დამღუპველი იქნება.

„ვინც ნარკოტიკებს უკვე მოიხმარს და ასეთი უბედურება გვჭირს, ეს ამბავი გასაგებია, მაგრამ ახალი ადამიანები არ უნდა წავახალისოთ, მითუმეტეს, ახალგაზრდობა, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაიზარდოს. საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს იმ მიმართულებით, რომელსაც ხშირად ნარკოლიბერალიზაციის მიმართულებით ვისმენთ. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის პერიოდთან შედარებით, დღეს საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ძალიან ლიბერალური მიდგომაა. აქედან გამომდინარე, ვინმემ რომ მოინდომოს და საქართველოში ჰოლანდია გააკეთოს, ეს სწორი არ არის. ეს ჩვენი ტრადიციისა და კულტურისთვის შესაფერი არ არის. პატარა ერი ვართ და ეს მიდგომა პატარა გენოფონდისთვის დამღუპველი იქნება. ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის წინააღმდეგია, მაგრამ „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, უმრავლესობის ბევრ წევრს პოზიცია აქვს, რომ ჩვენს შვილებს ისეთი პირობები არ უნდა შევუქმნათ, რომ გინდა თუ არა, ნარკოტიკი მიიღონ, თორემ სხვაგვარად შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდნენ.

"ჯანსაღი ცხოვრების რეკლამირება უნდა მიდიოდეს და არა იმის ჩვენება, ნარკომანები რა კარგი ადამიანები არიან”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 0

ავტორი: