14:49:27     08-11-2017
BBC სექსუალური შევიწროების 25 შემთხვევაზე შიდა მოკვლევას აწარმოებს
BBC სექსუალური შევიწროების შესაძლო 25 შემთხვევაზე შიდა მოკვლევას აწარმოებს, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე თანამშრომლებს ნებისმიერი მსგავსი ინციდენტის გამოაშკარავებისკენ მოუწოდებს.
ენ ბულფორდი განმარტავს, რომ სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა კომპანიაში დასაქმებულებს არ უკავშირდება და მომხდარს სავარაუდოდ ყოფილი თანამშრომლების მონაწილებით ჰქონდა ადგილი.
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა მომხდარის დროულად გამოძიების პირობა დადო.