14:04:27     08-11-2017
საუდის არაბეთში კორუფციაში ეჭვმიტანილ პრინცებს 800 მილიარდ დოლარს ჩამოართმევენ
![a73255.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a73255.jpg)
საუდის არაბეთის ხელისუფლება კორუფციაში ეჭვმიტანილ პრინცებისა და ჩინოსნებისთვის, 800 მილიარდი დოლარის კონფისკაციას აპირებს.
ეჭვმიტანილების აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთაა, რაც ქვეყანაში ფულის დაბრუნების მცდელობას ართულებს. ნავთობის დაბალი ფასების ხანგრძლივმა პერიოდმა ხელისუფლება იძულებული გახადა ვალი საერთაშორისო ბაზარზე აეღო და სარეზერვო ფონდის სახსრები გამოეყენებინა.
ამჟამად დაახლოებით 60 პრინცი, ჩინოსანი და ბიზნესმენია დაკავებული. სამეფოს ცენტრალურმა ბანკმა "ინტერესის მქონე" მოქალაქეების ანგარიშები უკვე გაყინა.
შეგახსენებთ, 5 ნომბერს, საუდის არაბეთში თერთმეტი პრინცი, ოთხი მოქმედი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს.
0