13:33:31     08-11-2017
"რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ"

"რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ".
ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„საქართველოს პოლიციის საქმიანობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ყოველწლიურ ანგარიშში მაღალი რეიტინგით არის შეფასებული - 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში საქართველოში დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალიც დაბალია და საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 26 პოზიციით დაწინაურდა.
ვულოცავ თითოეულ პოლიციელს ამ წარმატებას! თქვენ ემსახურებით საქართველოს!“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, საქართველომ პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მოცემული ანგარიშების თანახმად, 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, ასევე, მნიშვნელოვნად, 26 პოზიციით გაუმჯობესდა დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ინდექსი. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველომ 56-ე პოზიციიდან 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა.
0