ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს />


  13:31:25     08-11-2017

ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

a73251.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც თქვენს პროფესიას გამორჩეულს ხდის.

​ადვოკატის პროფესიას თავად ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია იცავს, რომლის ახალი რედაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობასა და პროფესიულ გარანტიებს.


ეს თავისთავად მეტყველებს თქვენი - ადვოკატების განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში"- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც წერილში. 0

ავტორი: