ეკა ბესელია: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ეკა ბესელია: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს />


  12:46:24     08-11-2017

ეკა ბესელია: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს

a73250.jpg

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს".

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებრივ რეგულირებას.

"მე ამ პროცესს ვუყურებ ძალიან კომპლექსურად. ეს არ არის რეფორმა, რომელსაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება ეყოფა. ეს არის რეფორმა, რომელსაც სჭირდება ძალიან კომპლექსური გააზრება, ერთი მხრივ, საკანონმდებლო, მეორე მხრივ, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა რესურსების მომზადებით, ფინანსური რესურსების მობილიზებით და რა თქმა უნდა, ყველა უწყების ჩართვით, რომ რეფორმის მიზანი რაც არის იყოს მიღწეული. მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება ცოტა და იდეალურ შემთხვევაში, არც ერთი ნარკომანიით დაავადებული ადამიანი და შევამციროთ ზიანი საზოგადოებაზე, შევამციროთ ამ ადამიანების რიცხვი იმით, რომ ვუმკურნალოთ მათ. ჩვენ საკანონმდებლო განხილვებს ვამზადებთ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, მაგრამ საჭიროა კომპლექსური ჩართვა ყველა უწყების. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უწყებებს აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია. ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებრივ რეგულირებას. აქ იქნება საჭირო გარკვეული კომპრომისების ძიება, რომ პოზიციები დაახლოვდეს", -განაცხადა ეკა ბესელიამ.

0

ავტორი: