აშშ-მა თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განაახლა აშშ-მა თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განაახლა />


  13:36:16     07-11-2017

აშშ-მა თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა განაახლა

a73227.jpg

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის მოქალაქეებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემას განაახლებს, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. 

როგორც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ,  თურქეთს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ არცერთი ამერიკელი დიპლომატის შესახებ გამოძიება არ მიმდინარეობს და მათ უსაფრთხოდ შეუძლიათ თავი იგრძნონ. 5 ოქტომბერს  თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში ამერიკის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ამის გამო ვაშინგტონსა და ანკარას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა. მხარეებმა ვიზების გაცემა შეაჩერეს.
0

ავტორი: