"გიორგი ონიანის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო" "გიორგი ონიანის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო" /> "/> " />


  13:18:07     07-11-2017

"გიორგი ონიანის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო"

a73226.jpg

"ევროპული საქართველო“ გიორგი ონიანის დაკავების ფაქტს არაკანონიერს უწოდებს. 

საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და საქმე შერჩევითი სამართლის პრინციპით გადაწყდა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო, რადგან საჩივრის ავტორი ყოფილი პრემიერმინისტრის შვილის, ბერა ივანიშვილის, მეგობარია.

„ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი, ამჯერად, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და „ევროპული საქართველო“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გოგა ონიანი გათავისუფლდეს. ამისთვის ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს წნეხი და ზეწოლა ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით პტიმრობა  შეეფარდა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 0

ავტორი: