10:47:45     07-11-2017
"ივანიშვილთან ბრძოლა შეიძლება ციხესა და სიცოცხლის გაწირვაზეც კი გავიდეს"

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გოგა ონიანის საქმეზე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული.
"ექვსი პოლიციელიდან ხუთმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ისინი ხელშეუხებლები არიან. ერთადერთი ადამიანი ონიანი იმიტომ დააკავეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია. ივანიშვილთან ბრძოლა შეიძლება ციხესა და სიცოცხლის გაწირვაზეც კი გავიდეს. უსამართლობით და ცინიზმით გამოირჩევა სასამართლო. აკავებს ადამიანს იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია,"- განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.სასამართლომ ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.
0