17:33:02     06-11-2017
ნინო გვენეტაძე: "მე ძალადობის მსხვერპლი ვარ"
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, ის ძალადობის მსხვერპლია.
როგორც გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განმარტა, საბჭოს წევრები ცდილობენ თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
დაპირისპირება სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე პირის ინსპექტორის შერჩევის საკითხს მოჰყვა.
ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას აღარ შეუძლია ასეთ ფორმატში სხდომის გაგრძელება და კოლეგებს შესთავაზა, რომ საკითხთან წერილობით გაავრცელებს განცხადებას.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები დაელოდებიან ხვალ დილის 9 საათამდე ნინო გვენეტაძის პასუხს და მას შემდეგ ჩაინიშნება სხდომის თარიღი.
0