"პროკურურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს" "პროკურურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს" /> "/> " />


  14:08:43     06-11-2017

"პროკურურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს"

a73209.jpg

ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, მას ციხეში მიუტანეს სასამართლოს სხდომის ოქმები, რომელმაც ციხის თანამშრომლების ხელში გაიარა. ფირცხალავას თქმით,  პროკურურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს.

"ერთი კვირის განმავლობაში ციხეში იდო დახურული სხდომის ოქმები. იქიდან ვინ სად წაიღო კაცმა არ იცის. პროკურატურა საქმეს იძიებს და დაკითხვაზე დაატარებენ ადვოკატებს თუ ჟურნალისტებს. მტკიცებულება მაქვს როგორ ხვდება დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში, ეს მასალები არანაირად არ იყო დალუქული", - განაცხადა პროცესზე ფირცხალავამ. 

პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ ფირცხალავას ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო სხდომის მხოლოდ ის ოქმი გადაეცა, რომელშიც მხოლოდ მისი დაკითხვაა დაფიქსირებული. მისივე თქმით, სხვა ოქმები ფირცხალავას ბრალდების საქმეში არ დევს.

"5 დისკი ინახებოდა ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის კაბინეტში, რომელიც დახურული სხდომის ოქმები იყო”, - განაცხადა საპასუხოდ ირაკლი ფირცხალავამ.

0

ავტორი: