10:09:17     06-11-2017
თელავში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია.
0