11:23:53     04-11-2017
ამერიკელმა მსახიობმა ბოლდუინმა, ქალებს სექსისტური დამოკიდებულების გამო ბოდიში მოუხადა
ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ალეკ ბოლდუინი აღიარებს, რომ ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულით გამოირჩეოდა.
"ქალების მიმართ რადიკალურად სექსისტური დამოკიდებულება მქონდა, მე დავცინოდი ქალებს, უგულებელვყოფდი და ნაკლებად ვაფასებდი. ეს კი არასწორია. ხანდახან ვაკეთებდი ისე, რასაც ბევრი კაცი აკეთებს - როდესაც არ ეპყრობი ქალს, ისევე როგორც კაცს"-განუცხადა ბოლდუინმა ჟურნალისტებს.
მსახიობმა ქალებისადმი ამგვარი დამოკიდებულება იმით ახნსა, რომ ის იმ თაობის წარმომადგენელია, სადაც ეს დამოკიდებულება ქალებისადმი ნორმად ითვლებოდა, თუმცა სურს, რომ ამ მხრივ შეიცვალოს.
რა რეაქციები მოჰყვა ბოლდუინის აღიარებას?
სოციალურ ქსელში მის განცხადებასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გამოქვეყნდა, უმეტესობა ამ ნაბიჯს მსახიობის მხრიდან საეჭვოდ მიიჩნევს.
ზოგიერთის აზრით კი, მსახიობმა წინასწარ მოიხადა ბოდიში, სანამ მის შესახებაც გავრცელდება ინფორმაცია.
0