14:25:18     03-11-2017
"თუ პოროშენკო ჩემს საქართველოში ექსტრადირებას მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს"

"თუ კი პოროშენკო ჩემს საქართვლოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს" - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბარში სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც მოვლენები ერთნაირად განვითარდება. მისი თქმით, ის "ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დაიწყებს".
"არ მაქვს მოქმედი უკრაინული პასპორტი. ხოლო პოროშენკო ჩემი საქართველოში ექსტრადირების პროცესშია. თუმცა, ამისთვის მას მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს. ჩემი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებ. თუ კი პოროშენკო ჩემს საქართვლოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს. შემდეგ კი ჩვენ ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დავიწყებთ. ვფიქრობ, მოვლენები საქართველოშიც და უკრაინაშიც ერთნაირად განვითარდება," - აღნიშნა სააკაშვილმა.
0