13:45:45     03-11-2017
"წარმოდგენილი ბიუჯეტი არაფრით განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რასაც ვიხილავდით ერთი თვის წინ"

"ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, არ განსხვავდება პირველი პროექტისგან".
ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯოდმარე რომან გოცირიძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არის დაუბალანსებელი და გამეორებულია ძველი შეცდომები.
"წარმოდგენილი ბიუჯეტი არაფრით განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რასაც ვიხილავდით ერთი თვის წინ. ბიუჯეტი 38 მილიონით გაზრდილია.
ამბობდნენ, რომ ფული არ არის, მაგრამ გამოძებნეს და ის დაწვრილებით გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებით. ყველამ იცის, რომ პენსია არ მატულობს. ბოლო ორი წლის განმავლობაშიც არ მოუმატია. თუნდაც, რომ ჩაწერონ 10, ან 20 ლარი, ეს მაინც იქნება იმის გარანტია, რომ 2019 წელს მაინც გაიზრდება პენსია. ამასაც კი არ აკეთებენ და როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ პენსიების ზრდა და მომავალ არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი. ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი და იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთერთი წყარო. ეს ბიუჯეტი, ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ გაუმჯობესებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
0