09:15:00     03-11-2017
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გამართლდა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა.
ამ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მას კომპენსაციის სახით 6 720 ევროს გადაუხდიან. 26 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე 448 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული.
54 წლის ბერძენი არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი ვალის გამო მოკლეს და დამნაშავეთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.
0