"მეგის ქარდავას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს” "მეგის ქარდავას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს” /> "/> " />


  16:21:42     02-11-2017

"მეგის ქარდავას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს”

a73130.jpg

"მეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება", - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

“ის, რომ მეგის ქარდავას მიმართ არსებობს კითხვები შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ცხადია და არაერთხელ მოვისმინეთ. მუშაობა დაიწყება ექსტრადიციასთან დაკავშირებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც აქვთ შესაბამის სამსახურებს”, - განაცხადა კახა კალაძემ. 
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს. საქართველოში მას რამდენიმე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი და ექსტრადიციის შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0

ავტორი: