"მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიის, ბელიზის ყალბი პასპორტები და მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა" "მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიის, ბელიზის ყალბი პასპორტები და მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა" /> "/> " />


  15:36:45     02-11-2017

"მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიის, ბელიზის ყალბი პასპორტები და მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა"

a73128.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მეგის ქარდავას უკრაინის, ლატვიის, ბელიზის ყალბი პასპორტები და მეზღვაურის მოწმობა აღმოაჩნდა.

მათი ცნობის მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.

„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა. 

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 0

ავტორი: