"კი ბატონო, მოხდეს ქარდავას ექსტრადირება და  წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე" "კი ბატონო, მოხდეს ქარდავას ექსტრადირება და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე" /> "/> " />


  15:00:14     02-11-2017

"კი ბატონო, მოხდეს ქარდავას ექსტრადირება და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე"

a73126.jpg

"მეგის ქარდავა, ჩემთვის, პოლიტიკური ფიგურა არ არის“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ მეგის ქარდავას დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან TV პირველის ეთერში განმარტა, ქარდავა არც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და არც ენმ-ს წევრია.

რაც შეეხება შეკითხვას, ემიჯნება თუ არა ენმ ყოფილ მაღალჩინოსანთა ნაწილის საქმიანობას, დეკანოიძემ შემდეგნაირად უპასუხა: 

"ჩვენი ხელისუფლების დროს დაახლოებით 100 000 საჯარო მოხელე იყო, შსს-ში კი 22 000. ყველას საქმიანობაზე მე შეფასებას ერ გავაკეთებ. განსაკუთრებით, ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას ადამიანზე, რომელიც პოლიტიკოსი არ არის.

მე ვერ მივცემ მის საქმიანობას პოლიტიკურ შეფასებას, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ რიტორიკაა. კი ბატონო, მოხდეს მისი ექსტრადირება და  წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. უბრალოდ, მე ვისურვებდი, რომ ჩემს სამშობლოში იყოს ობიექტური მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან, მაგრამ ამის ნიშნები არ არის, რაც სამწუხაროა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის.  „ქართული ოცნება“ მსგავსი ყალბი და ანგაჟირებული რიტორიკით 2012 წლიდან მოყოლებული მოქმედებს. კონტექსტი რომელიც იყო 2012, თითქოს ბარბარე რაფალიანცი ჩვენ მოვკალით, გრძელდება დღემდე და ამ ანგაჟირებული და პოპულისტური რიტორიკის გაგრძელება არ მინდა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ.  0

ავტორი: