13:32:39     02-11-2017
"მთავრობას ყველა ვარიანტში მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება"

"ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. შესაძლოა, ხელისუფლებისთვის იყოს ერთგვარი გამოსავალი’’, - განაცხადა "ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ. მისივე თქმით, თუ ძალაში დარჩა სტრასბურგის სექციის ვერდიქტი, მთავრობას ყველა ვარიანტში მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს რამდენიმე საკვანძო მომენტი. პირველი, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება პატიმარს ეხება ავტომატურად, როგორც კი გავა შესაბამისი ვადა. მერაბიშვილის შემთხვევაში ვადა ნოემბერში გადის. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასჯელაღსრულების სამინისტოროს ადგილობრივმა საბჭომ. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ყველასთვის ცნობილია, რომ ის იდევნება პოლიტიკური ნიშნით. ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციამ, რაც გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ და გააჭიანურა პროცესი. ველოდებით სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას. თუ ძალაში დარჩა სექციის ვერდიქტი, მთავრობას ყველა ვარიანტში მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება. ამიტომ, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ხელისუფლებისთვის იყოს ერთგვარი გამოსავალი. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მერაბიშვილი საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ თავად ამცნობს საზოგადოებას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
0