10:45:51     02-11-2017
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი მაიკლ ფელონი თანამდებობიდან გადადგა
![a73115.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a73115.jpg)
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი მაიკლ ფელონი თანამდებობიდან გადადგა. ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც პარლამენტში სერიოზული სექსუალური შეურაცხყოფა გამოაქვეყნა.
ჯულია ჰარტლი-ბრიუვერი ამტკიცებდა, რომ 2002 წელს კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ფელონმა მას მუხლზე ხელი დაადო, რის გამოც ჟურნალისტი მას სახეზე სილის გარტყმით დაემუქრა. სწორედ ამ ბრალდების გამო, მიიღო პოლიტიკოსმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება.
თავად მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ მისი ქცევა არ შეეფერაბა სტანდარტებს, რომლებსაც ბრიტანელი სამხედროები უნდა აკმაყოფილებდნენ.
0