10:00:43     02-11-2017
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკელი ტერორისტის სიკვდილით დასჯას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნიუ-იორკელი ტერორისტის საიფულო საიპოვის სიკვდილით დასჯას ითხოვს.
„ნიუ-იორკელი ტერორისტი გახარებული იყო, როცა თავის პალატაში „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის გამოფენა ითხოვა. მან 8 ადამიანინ მოკლა და 12 მძიმედ დაჭრა, ის სიკვილით უნდა დაისაჯოს“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ახლოს, ტერაქტი მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ნიუ-იორკში ტერაქტი საიფულო საიპოვმა მოაწყო. ის წარმოშობით უზბეკეთიდანაა.
0