15:25:07     01-11-2017
"კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმა ქვეყნისთვის ღირსებაშემლახავი ფაქტია"

ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი სერგო რატიანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით ქვეყნისთვის ღირსებაშემლახავ ფაქტს უწოდებს.
როგორც სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამ პროცესში სახელმწიფოს წარმომადგენელი ადვოკატირებას უწევდა რუსეთს და აცხადებდა, რომ კადიევს რუსეთში არავითარ საფრთხე არ ემუქრება.
”ჩრდილოკავკასიელ სამოქალაქო აქტივისტს, მიკაილ კადიევს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მოითხოვდა თავშესაფარს საქართველოში, ეთქვა უარი თავშესაფარზე და რეალურად დგება საფრთხე მის ექსტრადიციაზე რუსეთში. სოზარ სუბარი და სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ დღეებში, სასამართლოში იცავდა ფაქტობრივად რუსეთს. ის იყო რუსეთის ადვოკატი. ის ამბობდა, რომ არაფერი ემუქრება კადიევს რუსეთში, რომ რუსეთში არ არსებობს რელიგიური ნიშნით ადამიანების დევნა, რუსეთში თურმე არ არსებობს პოლიტიკური ნიშნით დევნა, რომ რუსეთში რეალურად არ დევნიან ჩრდილო კავკასიელებს, რომ რუსეთში თურმე ციხეში საერთოდ არაფერი ხდება და მის სიცოცხლეს არავითარი საფრთხე ემუქრება. გარანტია ამ ყველაფრის იყო, რომ რუსეთის მხარემ საქართველოს გადმოსცა რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის წერილი, სადაც ის პირობას იძლევა, რომ მიკაილ კადიევს ციხეში არ აწამებენ. რუსეთი არის მტერი საქართველოსი, რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული და რუსეთის ამ განცხადებას ეთანხმება ქართული მხარე. რაც ყველაზე სამარცხვინოა, ქართული სასამართლო ამას ეთანხმება. ეს არის ღირსებაშემლახავი ფაქტი. საქართველო კარგავს თავის სახეს, ის აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა, ის აღარ არის მიმზიდველი ქვეყანა სადაც შეიძლება ადამიანის უფლებები იყოს დაცული”, - სერგო განაცხადა რატიანმა.
0