13:32:48     01-11-2017
"კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა"

"კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრის არჩევნები."
ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძე კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არასწორ განცხადებას აკეთებს.
„ოპოზიციას უნდა შევახსენო, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია, ეს არის საორგანიზაციოა კომისია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებას გაუკეთებს სახალხო განხილვებს. აქაც ფორმალური იქნება პრაქტიულად, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არის დასრულებული, უბრალოდ, ხდება იმ ოთხი საკითხის გაფორმება და მიღება ახალი ინიცირების ფარგლებში, რომლითაც შედგა შეთახმება პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეცის კომისიას შორის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, ოპოზიის ბოიკოტი და მარტო დარჩენილი უმრავლესობა ხომ არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, მდინარაძემ განაცხადა, ეს მხოლოდ ოპოზიციის შეფასებაა.
0