არჩილ თალაკვაძე: თბილისის ვიცე-მერობაზე შემოთავაზება არ ყოფილა არჩილ თალაკვაძე: თბილისის ვიცე-მერობაზე შემოთავაზება არ ყოფილა />


  12:35:19     01-11-2017

არჩილ თალაკვაძე: თბილისის ვიცე-მერობაზე შემოთავაზება არ ყოფილა

a73083.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძემ არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე-მერობა შესთავაზა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,  არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. 
მისივე თქმით, ქალაქში ახალი წარმატებების მისაღწევად ვიცე-მერობა აუცილებელი არ არის.

არაოფიციალური ინფორმაციით, კალაძემ თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტის დაკავება შესთავაზა, თუმცა უმრავლესობის ლიდერისგან უარი მიიღო.

„ჩვენ ვართ ახლო მეგობრები, მოკავშირეები. გარწმუნებთ, რომ ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თანამშრომლებისთვის. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ რომ ის წარმატებით შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის  პროგრამა და ის პროექტები განახორციელოს, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავაცანით საზოგადოებას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

0

ავტორი: