10:09:07     01-11-2017
"ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსანები მოასხდნენ"

მიხეილ სააკშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თბილისს ფაროსანები მოასხდნენ, რის გამოც ვერ ნახულობს საყვარელ თბილისს.
„ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსანები მოასხდნენ, ამიტომ აქ მაქვს ბევრი საქმე დასამთავრებელი და ამ ხალხს ამას გავუკეთებ, რადგან მე მათი ნაწილიც ვარ“,- აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მისი თანამოაზრეები მაქსიმალურად ახდენენ შიდა და გარე ძალების მობილიზებას, რაც პოროშენკოს მმართველობის დასასრულს აახლოებს.
“გვაქვს უნარი საერთაშორისო ძალების მობილიზების, უკრაინის შიგნით მობილიზაციის. ფაქტია, რომ ოპოზიციამ, მიუხედავად სიძნელისა, დაიწყო საუბარი ერთმანეთთან და ჩემი ამოცანაა ვიყო მათი დამრიგებელი, მრჩეველი, მწვრთნელი, მე არ მივისწრაფი კაბინეტებისკენ უკრაინაში. ოლიგარქები არიან ფაროსანები, რომლებიც დადიან და შიგნიდან ანადგურებენ, სპობენ ქვეყნის შიდა იმუნიტეტს.
0