იაპონიაში 20 წლის ბიჭს მაცივარში ცხრა გვამი უპოვეს იაპონიაში 20 წლის ბიჭს მაცივარში ცხრა გვამი უპოვეს />


  17:42:35     31-10-2017

იაპონიაში 20 წლის ბიჭს მაცივარში ცხრა გვამი უპოვეს

a73063.jpg

იაპონელი პოლიციელები ახალგაზრდა ბიჭის ბინაში ჩხრეკას ატარებდნენ, ვინაიდან ის 23 წლის გოგოს გაუჩინარებაში იყო ეჭვმიტანილი, რა დროსაც რამდენიმე საყინულეში გადანაწილებული გვამები იპოვეს.

პოლიციამ გვამები 20 წლის ახალგაზრდა კაცის საცხოვრებელ ბინაში მაშინ იპოვა, როდესაც იქ ჩხრეკას ატარებდა, ვინაიდან ის 23 წლის ტოკიოელი გოგონას გაუჩინარებაში ეჭვმიტანილად მიიჩნეოდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ზოგი ცხედარი დანაწევრებული და რამდენიმე საყინულეში იყო გადანაწილებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი და გაუჩინარებული გოგონა სოციალურ ქსელი „ტვიტერის“ მეშვეობით ურთიერთობდნენ. მათ შორის მიმოწერა მას შედემგ დაიწყო, რაც გოგონას დაუწერია, რომ ეძებდა ვინმე ისეთს, ვინც „მასთან ერთად თავს მოიკლავდა“.
ამ დროისათვის ახალგაზრდა კაცი დაკავებულია და სავარაუდოდ, მალე მკვლელობის მუხლით გასამართლება ელის.


0

ავტორი: