10:46:58     19-05-2011
„დოქტორ ჰაუსი“ კადის გარეშე
კადის როლის შემსრულებელი ლიზა ედელშტეინი „დოქტორ ჰაუსის“ ახალ, მერვე სეზონში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. „დედლაინის“ ინფორმაციით, მეშვიდე სეზონზე მსახიობს კონტრაქტი დაუმთავდა და მან გაგრძელებაზე უარი თქვა.
ელდელშტეინმა განაცხადა, რომ ერთის მხრივ, ძალიან წუხს, რომ განშორება უწევს პერსონაჟთან, რომელსაც შვიდი წელი თამაშობდა, ხოლო მეორეს მხრივ, იმედი აქვს, რომ სერიალიდან წასვლის შემდეგ, მისთვის ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება.
2011 წლის მაისის დასაწყისში, კომპანია „ფოქსმა“ კიდევ ერთი სეზონის შესახებ გამოაცხადა. სერიალის შემქმნელებს იმედი ჰქონდათ, რომ ედელშტეინი უახლოეს მომავალში კონტრაქტს გააგრძელებდა, თუმცა ეს არ მოხდა. ახალი სეზონის გადაღებები 2011 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.
როგორც ცნობილია, „დოქტორ ჰაუსი“ გენიალურ ექიმ-მიზანთროპს ეხება, რომელიც ისეთ სამედიცინო შემთხვევებს წყვეტს, რომელთან გამკლავებაც სხვებს არ შეუძლიათ. 2008 წელს, „ჰაუსი“ პლანეტის ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა. მისმა აუდიტორიამ 80 მილიონ მაყურებელს გადააჭარბა.
0