16:50:00     31-10-2017
სააკაშვილის ადვოკატი-ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დეპორტაცია შეუძლებელია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მარკიან გალაბალა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დეპორტაცია შეუძლებელია. მისივე თქმით, დეპორტაცია ვერ განხორციელდება სამი მიზეზის გამო.
„პირველ რიგში, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს აქვს უკრაინაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების სტატუსის შესახებ უკრაინული კანონის მიხედვით, ასეთი პირების გაცემა დაუშვებელია. ეს არის სპეციფიური სტატუსი, ვინაიდან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება ორი სტატუსი ჰქონდეს - მოქალაქეობის არმქონე პირი და უკრაინაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი. მეორე მიზეზი ისაა, რომ 2015 წელს გენერალურმა პროკურატურამ უარი თქვა ქართული მხარისთვის სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნაზე, ვინაიდან ეს პოლიტიკური დევნა იყო და იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა.
მესამე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილი ცდილობს დამატებითი დაცვის სტატუსის მიღებას, ხოლო ასეთი პირების გაცემა დაუშვებელია“, - განაცხადა გალაბალამ.