გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში ნოემბრის თვეში მივა გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში ნოემბრის თვეში მივა />


  16:02:42     31-10-2017

გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში ნოემბრის თვეში მივა

a73054.jpg

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოსმენა იგეგმება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსმენა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

მისივე თქმით, დასტური შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით სამინისტროსგან მიღებული აქვთ.

”ეს არის პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილი. ჩვენ ახლა ვათანხმებთ დროს და თარიღს, ასევე საკითხთა ნუსხას მოსმენის დღის წესრიგთან დაკავშირებით. მინისტრის მხრიდან ველოდებით ანგარიშს, ამავე დროს ახალ კონცეფციას და მოსმენას რეფორმაზე, რომელზეც სამინისტრომ იმუშავა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. მინისტრის მოსმენა კომიტეტში შედგება”, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 0

ავტორი: