10:46:20     19-05-2011
პიტ ტაუნსენდის ავტობიოგრაფიული რომანი
საგამომცემლო სახლი „HarperCollins“ ჯგუფ „The Who“ - ს გიტარისტის, პიტ ტაუნსენდის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს. წიგნის სახელწოდება იქნება „Pete Townshend: Who’s He?“ და გაყიდვაში 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა. მუსიკოსის ლიტერატურულ აგენტს ედ ვიქტორი წარმოადგენს. მანვე იპოვა გამომცემელი კიტ რიჩარდსის წიგნისათვის, სახელწოდებით „ცხოვრება“. ვიქტორისვე კლიენტები იყვნენ U2 და ერიკ კლეპტონი.
ტაუნსენდმა ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებზე მუშაობა ჯერ კიდევ 90-იანების შუა ხანებიდან დაიწყო. ფიქრობდნენ, რომ ის 2000-იანების დასაწყისში იხილავდა მზის სინათლეს, თუმცა ასე არ მოხდა.
პიტ ტაუნსენდი დღემდე შედის 1964 წელს დაარსებული ჯგუფის „The Who“ - ს შემადგენლობაში. სხვადასხვა წლებში, მან მონაწილეობა მიიღო ისეთი მუსიკოსების სიმღერების შექმნაში, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი და ელტონ ჯონი. ამას გარდა, მუსიკოსს რამდენიმე სოლო ალბომიც აქვს გამოცემული.
0