ქორწინებით უკმაყოფილო პაკისტანელმა ქალმა მეუღლე და მისი ნათესავები მოწამლა ქორწინებით უკმაყოფილო პაკისტანელმა ქალმა მეუღლე და მისი ნათესავები მოწამლა />


  14:44:58     31-10-2017

ქორწინებით უკმაყოფილო პაკისტანელმა ქალმა მეუღლე და მისი ნათესავები მოწამლა

a73046.jpg

პაკისტანის ქალაქ მუზაფარგარჰის მკვიდრმა მეუღლის მოკვლის მცდელობისას 27 ადამიანი მოწამლა.

21 წლის ასია ბიბი ერთი თვის წინ მისი ნების საწინააღმდეგოდ ამჯად ლაშარიზე გაათხოვეს. გოგონას სხვა მამაკაცი უყვარდა და ქორწინებით უკმაყოფილო იყო. მეუღლესა და მის ნათესავებთან მას რამდენიმეჯერ კონფლიქტი მოუვიდა, გოგონა მშობლების სახლშიც დაბრუნდა, მაგრამ ის უკან გაუშვეს.
ამის შემდეგ ასიამ, მისმა შეყვარებულმა და ერთმა ნათესავმა ქმრის მკვლელობა დაგეგმეს, გოგონამ მეუღლისთვის განკუთვნილ რძეში შხამი გაურია, მაგრამ მამაკაცმა რძე არ დალია, მოგვიანებით კი ასიას დედამთილმა ეს რძე ტრადიციული კერძისთვის გამოიყენა. რის შედეგადაც 27 ადამიანი მოიწამლა, 15 მათგანი კი, მათ შორის მისი მეუღლე, გარდაიცვალა.

სამივე ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ასია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას დანაშაულისკენ შეყვარებული უბიძგებდა, თუმცა შეყვარებულმა ბრალი არ აღიარა.

0

ავტორი: