14:44:01     31-10-2017
რას ყვება ტერორისტი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ ცხოვრობდა

ბრიტანეთის მოქალაქე შაბაზ სულეიმანმა, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" 3 წლის წინ შეუერთდა.
სულეიმანის თქმით, უმეტესობა დროს, ის PlayStation-ზე Grand Theft Auto V და Metal Gear Solid-ის თამაშში ატარებდა. მისი თქმით, პირველი ეჭვები მას დაჯგუფებაში 5 თვის შემდეგ გაუჩნდა. "თავიდან ეს ჯიჰადი იყო, რომანტიკული იდეა. ჩვენ ადგილობრივების დასაცავად მივდიოდით და არა გასანადგურებლად", ამბობს სულეიმანი.
ამჟამად 22 წლის ტერორისტი აცხადებს, რომ „სულელური შეცდომა“ დაუშვა. ამჟამად სულეიმანი სიირის ციხეში იმყოფება. ამჟამად შაბაზ სულეიმანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. "ყოფილი ტერორისტები" ძირითადად აცხადებენ, რომ თავად არ ღებულობდნენ მონაწილეობას ძალადობრივ ქმედებებში.
24 ოქტომბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან 5,6 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა იმ ქვეყანაში, საიდანაც ჩავიდა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირის ტერიტორიებზე დაფიქსირდა. ამასთან ცენტრალური აზიის ქვეყნებში 500-მდე ადამიანი დაბრუნდა, ხოლო ევროპაში - 1200.
0