ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს />


  13:16:33     31-10-2017

ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

a73037.jpg

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ კომისიის მუშაობას კონსტიტუციაში არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება, რის გამოც ოპოზიციამ გადაწყვიტა, არ ჩაერთოს კომისიის მუშაობის პროცესში. 

"ფაქტი, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს, საერთაშორისო ზეწოლით გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული, ვერანაირად ვერ გამოდგება კონსესუსისა და პოლიტიკური შეთანხმების საფუძვლად, ვინაიდან ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი. ის ორი მთავარი ელემენტი, რომელსაც ითხოვს ყველა ოპოზიციური პარტია, პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება. უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების შენარჩუნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

0

ავტორი: