სნუპ დოგის შოუ უფულოებისათვის სნუპ დოგის შოუ უფულოებისათვის />


  10:44:56     19-05-2011

სნუპ დოგის შოუ უფულოებისათვის

a6068.jpg

რეპერი სნუპ დოგი საკუთარი სატელევიზიო რეალითი შოუს დაარსებას გეგმავს, რომელიც პროგრამა „American Idol“ - ის და „X Factor“ - ის პრინციპებზე იქნება აგებული.

როგორც ცნობილია, ორივე შოუ პოპ-მუსიკაზეა ორენტირებული. სნუ დოგი კი გადაცემაში ჰიპ-ჰოპ კულტურის პოპულარიზაციას შეეცდება. „ჩემს პროგრამაში მოხვდებიან ისეთი შემსრულებლები, რომლებსაც სათანადო ყურადღება არ ექცევათ, არ აქვთ იმდენი ფული, რომ საკუთარი თავი პუბლიკას წარუდგინონ. სამაგიეროდ, აქვთ ტალანტი და შესაძლებლობები“ - განაცხადა რეპერმა.

 

ამ დროისათვის, სნუპ დოგი სატელევიზიო არხს ეძებს, რომელიც მის იდეას იყიდის. მუსიკოსმა უკანასკნელი, მე-11 ალბომი 2011 წლის მარტში გამოუშვა. ამასთანავე, ამავე წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ რეპერი მუსიკალური ნაწარმოების შექმნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც მსახიობი ჩარლი შინი ამზადებს.  

0

ავტორი: