"მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს" "მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს" /> "/> " />


  11:35:22     31-10-2017

"მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს"

a73026.jpg

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნებზეა დაფუძნებული. საქართველოს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, სურს დარწმუნდეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგად არჩეული პარლამენტი, ქართველი ამომრჩევლების სურვილს ასახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,-აღნიშნა ელჩმა. 
0

ავტორი: