10:44:23     19-05-2011
სუპი „პანადელი“
მასალა:
500 გრამი ძროხის ხორცი
250 გრამი ძვლები
½ ლიტრი წყალი
მწვანილი სუპისათვის
მარილი
ბლინები
ძვლებსა და ხორცს დავასხათ ცივი წყალი, მოვაყაროთ მარილი, დავდგათ მოსახარშად ნელ ცეცხლზე 2-3 საათით. ხარშვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ მომზადებული მწვანილი და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში.
½ ჭიქა რძის, 1 კვერცხის, 3 სუფრის კოვზი ფქვილის, 30 გრამი კარაქისა და მარილისაგან მოვამზადოთ ცომი ბლინებისათვის. მზა ბლინები დავჭრათ თხელ ზოლებად და ჩავდოთ ბულიონში.