10:52:19     31-10-2017
აშშ-ში, სოლტ-ლეიკ-სიტიში იუტას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცნობმა ცეცხლი გახსნა
აშშ-ში, სოლტ-ლეიკ-სიტიში იუტას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცნობმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე ერთ ადამიანი.
„ვადასტურებთ, ერთი ადამიანი დაიღუპა იუტას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის,“- ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცავებმა უნივერსიტეტის სიახლოვეს მყოფ მოქალაქეებს ურჩიეს, უსაფრთხო თავშესაფარი ეძებონ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
0