14:14:29     30-10-2017
გია ვოლსკი ქუცნაშვილ - მეჭიაურის დაპირისპირებაზე: კომკავშირის კრების გამართვა არ არის საჭირო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ თიანეთის საარჩევნო ოლქში შექმნილ ვითარებაზე მმართველი გუნდის წევრები ზაქარია ქუცნაშვილს შეხვდნენ.
როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, პიროვნულმა შეკამათებამ მწვავე სახე მიიღო და პარლამენტი ძალაუნებურად ამ პროცესის მონაწილე აღმოჩნდა, რადგან ყოფილ და მოქმედ დეპუტატებზეა საუბარი.
"მერისა და საკრებულოს ურთიერთობა გამომდინარეობს არა რომელიმე ჩვენგანის ემოციური დამოკიდებულებიდან, არამედ კანონით რეგულირდება. საკრებულოს არ შეუძლია, მერი გადააყენოს, რადგან ეს საკითხი საზოგადოების გარეშე არ ხდება. გამოუვალ მდგომარეობაზე საუბარი არ არის. კომკავშირის კრების გამართვა არ არის საჭირო იმის თაობაზე, ის რატომ ამბობს ასე და არა ისე, როგორც გია ვოლსკის ან არჩილ თალაკვაძეს გონიათ. ინდივიდუალური ვართ და არ მგონია, საჭირო იყოს ადამიანს პასუხი მოსთხოვო იმაზე, სხვანაირად რატომ ლაპარაკობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოქმედ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსა და ყოფილ დეპუტატ თამაზ მეჭიაურს შორის დაპირისპირების მიზეზი თიანეთის საარჩევნო ოლქში განვითარებული პროცესები გახდა.
0