10:42:21     19-05-2011
აიოლი - ნივრის სოუსი
მასალა:
4 დიდი კბილი ნიორი
1 ცალი კვერცხის გული
¼ ლიტრი მცენარეული ზეთი
ცოტა მარილი
ლიმონის წვენი
1 ჩაის კოვზი წყალი
ჯამში დავსრისოთ ნიორი, დავამატოთ კვერცხის გული და მცენარეული ზეთი, კიდევ ერთხელ კარგად დავსრისოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი, მარილი და ცოტა ცივი წყალი. სოუსი მაიონეზის სისქის უნდა გამოვიდეს.
0